“მაგრამ მე მესი მყავდა…”

პეპ გვარდიოლამ ჩელსის მწვრთნელი გრემ პოტერი დაიცვა – ძალიან კარგი სპეციალისტია და ზედმეტად აკრიტიკებენო… გვარდიოლას მანჩესტერ სიტიიმ მოკლე პერიოდში ორჯერ მოუგო ჩელსის, 1:0 და 4:0. პოტერის გაშვებაზეც აქტიურად იწერება.

„ჩელსის მფლობელ ტოდი ბიოლის ვეტყოდი, რომ პოტერს დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო და ეს ნორმალური პროცესია. ბარსელონაში პირველივე სეზონში მოვიგე ტიტულები, მაგრამ იქ ლეო მესი მყავდა. პოტერს კი გაუჭირდება მანჩესტერ სიტისთან კონკურენცია პრემიერლიგაშიც და ინგლისის თასზეც“ (Evening Standard)

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ პოტერმაც სწორედ გვარდიოლას მაგალითი მოიყვანა, სიტიში დრო დასჭირდა, მე კი ბევრი ხელისშემშლელი სიტუაცია მხვდებაო…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *