მაგრამ მე ნეაპოლელი ვარ…

ნაპოლი-იუვენტუსი ახლოვდება. იტალიაში სასწაული აჟიოტაჟია და რა თქმა უნდა, ასეა ჩვენთანაც ხვიჩა კვარაცხელიას გამო.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ორივე გუნდში დიდი ამბები ჩაატარეს. მაგალითად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი ფაბიო კანავარო. ის ნეაპოლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ფორმის პიკი იუვეში ჰქონდა.

რას ამბობს კანავარო?

„ტურინში მოგება ვისწავლე, მაგრამ ნეაპოლი ჩემი ქალაქია. ნაპოლის ყველასთან ვქომაგობ. ჩემთვის შეუცვლელია დიეგო მარადონა და ძალიან მიყვარს ჩირო ფერარა. რასაც მარადონა აკეთებდა, წარმოუდგენელი იყო და ამას ცოცხლად ვუყურებდი. მაშინ სკოლაში დავდიოდი. დიეგომ სხვა სიმაღლეზე აგვიყვანა, ჩვენი იმედი და ძალა იყო. ჩემი ქალაქისთვის არავის არ გაუკეთებია იმდენი, რაც მას.

…დიეგო უპირველესად ბავშვებისთვის თამაშობდა. მათი ბედნიერებისთვის. რაც შეეხება ფერარას, მთელ ნეაპოლს სიგიჟემდე უყვარდა. ვარჯიშზე მასთან ერთად ყოფნა საფეხბურთო უნივერსიტეტში მოწყობას ნიშნავდა.

…არ ვფიქრობ, რომ სკუდეტოს ამბავი ამ მატჩში გადაწყდება, რადგან წინ კიდევ ნახევარი სეზონია. ნაპოლი თვეების განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ხოლო იუვენტუსი მუდამ სწორ ორიენტირს იღებდა გამარჯვებისკენ“ (La Reppublica)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *