მაგუაირის მამას უემბლიზე ნეკნები ჩაუმტვრიეს

ევრო 2020-ის ფინალის დღეს ინგლისის ნაკრების მცველმა ჰარი მაგუაირმა ორმაგი სტრესი განიცადა. ჯერ ერთი: უგებდნენ იტალიელებს, მაგრამ მაინც წააგეს სანუკვარი თამაში და კიდევ როდის ეღირსებათ ასეთი მნიშვნელობის მატჩში მონაწილეობა,  ღმერთმა უწყის.

Harry hopes the security chaos won't wreck England’s chances of hosting a World Cup

მეორე: იმ საღამოს, უემბლიზე  ბევრი უბილეთო შეიჭრა. ერთ მომენტში ათასობით ადამიანი შევარდა სტადიონის გვირაბში, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ამ დროს ჰარის მამა, 56 წლის ალანი, ფეხბურთელების ოჯახებისთვის განკუთვნილ ზონას უახლოვდებოდა, როცა გადაუარეს…

Harry says he had around 20 family and friends in the stadium for the final

„ორი ნეკნი ჩაუმტვრიეს, ძლივს სუნთქავდა, ძალიან შემეშინდა, როცა გავიგე. მაგრამ უარესს გადავრჩით. მას ყოველთვის ჩემი ორი პატარა გოგონა მიჰყავს ხოლმე სტადიონზე მხრებზე შესმული. იმ დღეს საბედნიეროდ არ წაიყვანა, თორემ რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა,“ – ამბობს მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *