ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დიდხანს ვერ შეეგუება და ყველაფერს იზამს ძირითადში დასაბრუნებლად. მაგუაირმა ერიკ ტენ ჰაგის მწვრთნელობის პერიოდში სასტარტოში დაკარგა ადგილი…
“29 წლის ვარ და ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ ვყოფილვარ. პირველად ხდება. მესმის, ეს ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ყოველდღიურად ვვარჯიშობ, მონდომება არ მაკლია და როცა შანსი მომეცემა, უნდა გამოვიყენო.
…მეც ვიცი, რომ მანჩესტერ იუნაიტედის დონის კლუბში კონკურენცია სულ იქნება. ტოპ-მცველები გვყავს, მაგრამ ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლებ” (ITV)
ტენ ჰაგმაც გააკეთა კომენტარი და მაგუაირი გაამხნევა:
“ის მეხუთე მცველი არაა თავის პოზიციაზე. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მაგუაირმა ძირითადისთვის უნდა იბრძოლოს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და შესაძლოა, ძალიან მალეც კი შეიცვალოს”.