მადიევი! ორი მოგება და ნაბიჯი მედლამდე

ტოკიოს ოლიმპიადაზე კრივში (69 კგ) მეორე წრეც გადალახა ესკერხან მადიევმა და შანსი აქვს, საქართველოს მედალი მოუპოვოს. საამისოდ ერთი მოგებაღა აკლია.

 

23 წლის მადიევმა მერვედფინალში უგანდელ შადირი ბვოგის 3:1 მოუგო. კარგი ბრძოლა ჩაატარა, აფრიკელს აჯობა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე…

 

მეოთხედფინალს მადიევი 30 ივლისს გამართავს: მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანდრეი ზამკოვოი იქნება. ზამკოვოის ოლიმპიური მედალი აქვს, მაგრამ ეს 2012 წელს – ბრინჯაო.

 

მადიევი ჩეჩნეთში, ქალაქ აჩკოი-მარტანში დაიბადა. 12 წლის ასაკიდან კი საქართველოში ცხოვრობს…

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *