“მადლობა!” – მასვიდალმა გიგას და კატარს საოცარი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა

მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან გამართულ ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, გიგამ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გვაჩვენა, კატარს უამრავი ძლიერი დარტყმა მიაყენა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, პირველ ორ რაუნდში გიგამ კატარს უფრო მეტი დარტყმა მიაყენა, ვიდრე ამერიკელმა ქართველს.

სწორედ ასეთმა უკომპრომისო და სანახაობრივმა დაპირისპირებამ არაერთი მებრძოლის აღტაცება გამოიწვია. მათ შორის იყო UFC-ს სუპერვარსკლავი, ხორხე მასვიდალი, რომელმაც მებრძოლების თავდადებისადმი პატივისცემა თვითით გამოხატა – “მადლობა”.

Leave a comment

Your email address will not be published.