მადლობა სად არის?..

კარიმ ბენზემა ყატარში ჩასვლას არ აპირებს, ანუ ფინალში ტელევიზორიდან უქომაგებს საფრანგეთის ნაკრებს. არადა წინა დღეებში სხვაგვარად იწერებოდა – ბენზემა ნაკრებთან ერთად იქნებაო.

ფრანგულმა ეკიპ-მა სხვა ამბები გაახმაურა: კარიმს დიდიე დეშამთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვსო. დეშამს ეწყინა, რომ ბენზემამ ოქროს ბურთის დაჯილდოვებისას არ ახსენა და დამსახურევისთვის მადლობა არ გადაუხადა.

ბენზემას კარგი ურთიერთობა აქვს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელთან, თუმცა ბევრთან ვერ პოულობს საერთო ენას და საერთო სიტუაციას ურევს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხმები იყო მუნდიალის პერიოდში. ანტი-ბენზემისტები ლოგიკას იშველიებენ – ხომ ხედავთ, ნაკრები მის გარეშე ბევრად უკეთესიაო.

ოფიციალურად, ბენზემა ნაკრების სიაშია და მედალს მიირებს. მან მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ტრავმა (გაუმეორდა) და მადრიდში წავიდა. დეშამმა კი მის ნაცვლად აღარავინ გამოიძახა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *