მადლობა! წავა თუ დარჩება აბურჯანია?

გიორგი აბურჯანიამ განაცხადა, რომ ესპანურ კარტახენაში დარჩენა სურს.

 

„კარტახენაში ყველას მადლობელი ვარ და იმედია, თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდებით“ –  უთხრა 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ესპანურ Onda Regional-ს.

 

აბურჯანიამ წლეულს 13 მატჩი ჩაატარა სეგუნდა დივიზიონის გუნდში და კარგადაც ითამაშა. კარტახენა გავარდნას გადაურჩა, რაც ქართველის დამსახურებაც იყო.

 

გაირკვა, რომ აბურჯანიათი თემურ ქეცბაიას ანორთოსისიცაა დაინტერესებული. აბუ ადრე იყო ამ გუნდში… ზოგადად, ხშირად იცვლის კლუბებს, რაც სტაბილურობაში ალბათ ხელს უშლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *