მარკას ინფორმაციით, მადრიდის რეალის აღზრდილი, ალვარო მორატა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს.
29 წლის ფორვარდის გაფორმება მარტივი არ იქნება, თუმცა ხავი ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრა და ესპანელსაც დაუკავშირდა.
ტრანსფერის საკითხში სამივე კლუბია ჩართული – როგორც ბარსა და იუვე, ასევე ატლეტიკოც. მოგეხსენებათ, მორატა ათლეტების საკუთრებაა.
იუვენტუსს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა მათი პოზიცია ამჟამად უცნობია. იუვე, ბარსას მსგავსად, ბოლო პერიოდში სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის.