მადრიდის რეალმა 4 ახალი კალათბურთელი დაიმატა

მადრიდის რეალი აგრძელებს შემადგენლობის დაკომპლექტებას ახალი საკალათბურთო სეზონისთვის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს მატეომ 4 კალათბურთელი დაიმატა, 2 კი გაუშვა.

null

2022/23 წლების სეზონიდან რეალის ღირსებას დაიცავს მარიო ჰეზონია. ხორვატმა მძიმე ფორვარდმა (27 წლის, 203 სმ) მადრიდულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლოს “სუპერ მარიო” ყაზანის უნიქსში თამაშობდა და VTB LEAGUE-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ჰეზონია ტურნირის ბომბარდირთა ტოპ სამეულში შევიდა, მოიგო ჩატენვების კონკურსი და ALL STAR-ის MVP-ც გახდა.

VTB LEAGUE-ზე მარიომ 30 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 31 წუთში 18,9 ქულა, 7,2 მოხსნა და 2,2 ჩაჭრა.

ევროლიგაზე ჰეზონიამ 25 შეხვედრა გამართა, პარკეტზე საშუალოდ 30 წუთშ ატარებდა და ამ დროის განმავლობაში უნიქსისთვის 14,2 ქულა, 6,1 მოხსნა, 2,3 ჩაჭრა და 1,8 პასი “მოჰქონდა”.

null

ახალი სეზონიდან რეალის ღირსებას ასევე დაიცავს ბოსნიელი ფორვარდი ჯანან მუსა (23 წლის, 206 სმ). მხარეები 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მუსა “ბრეოგანის” ღირსებას იცავდა და ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების MVP გახდა.

23 წლის ჯანანმა ACB ლიგაზე 29 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ შეხვედრაში 20,1 ქულას, 5,1 მოხსნას, 3,1 პასს და 1,1 ჩაჭრას ანხორციელებდა.

null

რეალმა სერიოზულად გადაწყვიტა წინა ხაზის გაძლიერება და კიდევ ერთი მძიმე ფორვარდი დაიმატა – პეტრ კორნელი (26 წლის, 2011 სმ).

კორნელი მადრიდულ კლუბში მეოთხე ფრანგი კალათბურთელი იქნება (პორიე, იაბუსელე, კოსიე).

2016 წლის NBA-ს დრაფტზე პეტრი 53-ე ნომრად აირჩიეს. გასულ სეზონში კორნელი “დენვერ ნაგეთსში” და კოლორადოს G ლიგის გუნდში თამაშობდა.

NBA-ს განვითარების ლიგაში ფრანგი ფორვარდი საშუალოდ მატჩში 17,8 ქულას, 12,7 მოხსნას, 2,9 პასს და 0,9 დაფარებას აგროვებდა.

null

“რეალის” ხელმძღვანელებმა გუნდში დაიბრუნეს ვეტერანი გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი (36 წლის, 191 სმ).

სერხიო “რეალის” რიგებში 2010-2016 წლებში ასპარეზობდა და ესპანურ სამეფო კლუბთან ერთად ევროლიგის მოგებაც შეძლო 2015 წელს.

უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში როდრიგესი “მილანის” ღირსებას იცავდა. 2021-22 წლების ევროლიგის ტურნირზე კი მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა 7,8 ქულა, 4,6 პასი და 2,3 მოხსნა საშალოდ მატჩში.

null

რეალი განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ შეელია ორ კალათბურთელს – ტრეი ტომკინსი და ტომას ერტელი ახალი სეზონიდან რუსულ “ზენიტში” ითამაშებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *