მადრიდში გუნდები დაზავდნენ – ყველაფერი მანჩესტერში გადაწყდება

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, ატლეტიკომ მანჩესტერი მიიღო. მასპინძლებმა დაზვერვა არ დაიწყეს, თავიდანვე ხელთ ინიციატივა იგდეს და უკვე მე-7 წუთზე დაწინაურდნენ – ლოდის მშვენიერი პასის შემდეგ, თავური დარტყმით, ჟოაო ფელიშმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ატლეტიკო, გატანილი გოლის შემდეგაც, არ გაჩერდა. ერთერთი ასეთი შეტევის დროს, ლინდელოფი ავტოგოლთან ახლოს იყო – მანჩესტერი ხარიხამ იხსნა.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო, ათლეტები უტევდნენ და მანჩესტერს თამაში თითქოს არ ჰქონდა. მადრიდელთა ფეხბურთელები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ, განსაკუთრებით გამოსარჩევი კი კონდოგბიაა, რომელიც მოედნის ცენტრში მთელი თამაშის განმავლობაში მბრძანებლობდა. მიუხედავად ამისა, ინგლისურმა გრანდმა ერთი მომენტი შექმნა და გაიტანა – ცვლილებაზე შემოსულმა, 19 წლის შვედმა ფორვარდმა, ენტონი ელანგამ ისეთი რბილი დარტყმა შეასრულა, ობლაკმა მხოლოდ თვალი გააყოლა.

ატლეტიკო გააქტიურდა, გრიზმანის დარტყმული ხარიხას მოხვდა, თუმცა, გოლი რომ გასულიყო, თამაშგარის გამო, ეს ეპიზოდი აუცილებლად გადამოწმდებოდა.

მოკლედ, ყველაფერი კუნძულზე გაირკვევა…

ატლეტიკო 1:1 მანჩესტერი

‘7 – ჟოაო ფელიში

80’ – ენტონი ელანგა

Leave a comment

Your email address will not be published.