„მათ საჩოგბურთო სული გაყიდეს“

პოპულარული ინგლისური გამოცემის – The Telegraph-ის ინფორმაციით კვირას ITF ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ მომავალი წლიდან დევისის თასის ფინალური ტურნირი აბუ-დაბიში ჩატარდება.

„ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ჟერარ პიკემ პირადად „გაჩარხა“ საქმე და წინააღმდეგი არც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) ყოფილა.
ჟერარ პიკეს მიერ დაარსებული კომპანია „Kosmos” გეგმავს, რომ 2022 წელს დევისის თასი 2 ეტაპად ჩაატაროს. პირველ ფაზაზე, ჯგუფური ეტაპი ევროპის 4 ქალაქში ჩატარდება, სადაც 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები პლეიოფის სისტემით ითამაშებს.

null

ამ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი გამოხმაურება მოყვა მოქმედი და ვეტერანი ჩოგბურთელების მხრიდან.
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი (წყვილთა თანრიგში) ტოდ ვუბრიჯი კრიტიკულად არის განწყობილი ამ ახალ წამოწყებასთან.

„მე ვეთანხმები ლეიტონ ჰიუიტს – მათ საჩოგბურთო სული გაყიდეს. აბუ-დაბიში არანაირი საჩოგბურთო ისტორია და ტრადიცია არ არსებობს. ვერაინაირ კავშირს ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა ჩატარდეს დევისის თასის ფინალი აბუ-დაბიში.“

Leave a comment

Your email address will not be published.