“მაიამიმ” სერიაში ლიდერობა დაიბრუნა

NBA-ში გრძელდება აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი. საპლეიოფო სერიის მესამე მატჩში “მაიამიმ” სტუმრად, დრამატულ ბრძოლაში 109-103 სძლია “ბოსტონს” და მოედნის უპირატესობასთან ერთად სერიაში ლიდერობაც დაიბრუნა 2-1.

null

შეხვედრის სტარტი “ჰიტის” კალათბურთელებს იდეალური გამოუვიდათ – 3 წამიან ზონაში დომინირებდა ბამ ადებაიო, რომელმაც 5 წუთში 12 ქულის მოგროვება შეძლო, პერიმეტრიდან თავისი სროლების რეალიზება მოახერხეს ლაურიმ, შტრუსმა, ტაკერმა და ჯიმი ბატლერმა. “მაიამიმ” შეხვედრის პირველი მეოთხედი 39:18 მოიგო.

null

მეორე პერიოდის სტარტზე “ბოსტონის” ლიდერებმა კიდევ უფრო გაიუარესეს ისედაც ცუდი პროცენტი თამაშიდან ჩაგდებული ბურთებისა, პლიუს ამას დაემატა მაღალი ტექნიკური წუნი – 11 დაკარგვა.

სტუმრებმა სწრაფ კონტრშეტევებზე არაერთი ქულა დააგროვეს და მათმა ჰანდიკაპმა +26 შეადგინა. პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯეილენ ბრაუნმა და ალ ჰორფორდმა 10-0 გაქცევა მოუწყვეს “ჰიტს” და ანგარიში “შეალამაზეს” – 47:62.

“მაიამის” გულშემატკივრებისთვის მეორე ტაიმი უსიამოვნო ამბით დაიწყო – ჯიმი ბატლერს ტრავმა გაუმიზეზდა და მისი თამაში გამოირიცხა, ერიკ სპოელსტრამ კი “ჯიმბოს” ნაცვლად ხუთეულში ვიქტორ ოლადიპო ჩასვა.

ლიდერის გარეშე დარჩენილ სტუმრებს მასპინძლებმა თამამად შეუტიეს და მეთოდურად დაიწყეს მეტოქის დიდი უპირატესობის “ჩამოდნობა”.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კოჭის ტრავმა მიიღო მარკუს სმარტმა, რომელიც სამედიცინო პერსონალმა ხელში აყვანილი გაიყვანა მოედნიდან.

null

მარკუსი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მებრძოლი ხასიათით და ამჯერად ტრავმასაც აჯობა – წლის საუკეთესო დამცველი მალევე სირბილით დაბრუნდა პარკეტზე და ამით მასპინძელი გულშემატკივრის მუხტი გააათკეცა.

“სელტიქსი” ბოლომდე მიაწვა მეტოქეს და 26 ქულიანი ჩამორჩენიდან 25 გაქვითა. “ბოსტონის” კალათბურთელებს რამდენჯერმე მიეცათ ანგარიშში წინ გასვლის შანსი, თუმცა ვერც ტეიტუმმა და ვერც ჯეილენ ბრაუნმა ბურთი ვერ მოათავსეს კალათში.

მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე მასპინძელთა რიგებში ისევ იჩინა თავი ტექნიკურმა წუნმა – მათმა კალათბურთელებმა ჯამში 24-ჯერ დაკარგეს ბურთი და მეტოქეს ფაქტიურად “აჩუქეს” გამარჯვება 109-103.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მაიამის” ცენტრი ბამ ადებაიო გახდა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. 17 ქულა ქონდა პი ჯეი ტაკერს, 16 – შტრუსს.

“ჰიტმა” შეხვედრაში 19 ჩაჭრა განახორციელა, რაც კლუბის პლეიოფის ფრენჩაიზ რეკორდია.

“ბოსტონის” რიგებიდან ყველაზე გამორჩეული ჯეილენ ბრაუნი იყო 40 ქულით. ორმაგი დუბლი ქონდა ალ ჰორფორდს 20 ქულა+14 მოხსნა.

სრულიად ჩააგდო მატჩი “სელტიქსის” ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელმაც 14-ჯერ ესროლა ბურთი და მხოლოდ 3-ჯერ მიაღწია მიზანს (10 ქულა+6 დაკარგვა).

“მაიამი” საპლეიოფო სერიაში 2-1 დაწინაურდა და მეოთხე შეხვედრასაც “ბოსტონის” TD GARDEN-ში გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published.