მაიკლ ჰუპერი გადაიწვა

ავსტრალიის ნაკრების კაპიტანს მაიკლ ჰუპერს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მან ჯერ კიდევ არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებების პირველი მატჩის წინ დატოვა გუნდის ბანაკი და სამშობლოში გაემგზავრა. მაშინ ვოლაბების მწვრთნელთა შტაბმა განაცხადა, რომ ჰუპერს ოჯახური პრობლემები ქონდა.

თუმცა, სიმართლე არ დაიმალა. როგორც გაირკვა, ჰუპერს გუნდის ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, რომელმაც ურჩია კიდეც დროებით ნაკრებიდან წასულიყო და დაესვენა.

ვოლაბების მთავარმა მწვრთნელმა დეივ რეინიმ თქვა, რომ ჰუპერი გადაიწვა და რეაბილიტაცია სჭირდება. შესაბამისად, გუნდის კაპიტანს იქამდე არ გამოიძახებენ ნაკრებში, სანამ თვითონ არ მოისურვებს.

შესაბამისად, ჰუპერი არგენტინასთან მეორე მატჩშიც არ იქნება. პუმების წინაღმდეგ ვერ ითამაშებს ასევე ტრავმირებული ქუეიდ კუპერი.

Leave a comment

Your email address will not be published.