მაიკ ტაისონისა და ლოგან პოლის ბრძოლა 2022 წლისთვის იგეგმება

ბოლო დღეებში, უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონისა და იუთუბერ ლოგან პოლის შესაძლო დაპირისპირების შესახებ. ტაისონმა ჟურნალ The Sun-თან საუბრისას მან დაადასტურა, რომ 2022 წლის თებერვალში რინგზე დაბრუნდებოდა.

ლეგენდარულ მაიკს, ძმებ პოლებთან ბრძოლაზე აქამდეც უსაუბრია. “ეს ბრძოლაა ფულისთვის. ძმები პოლები კი ამას აკეთებენ, ისინი მილიონობით შოულობენ როგორც მათთვის, ასევე მათი ოპონენტებისთვისაც. რა თქმა უნდა მე მათ შევებრძოლებოდი, ისინიც შემებრძოლებოდნენ. ჩვენ ძალიან დიდ ფულს გავაკეთებდით. ასობით მილიონი დოლარისთვის ისინი სიამოვნებთ გაილახავდნენ თავს”.

აღნიშნული ბრძოლის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა თავდაპირველად სწორედ მსგავსი მოულოდნელობა იყო ფლოიდისა და ლოგან პოლის შესაძლო დაპირისპირების გამოცხადებაც, რომელიც საბოლოდ რეალობად იქცა. შეგახსენებთ, ლოგან პოლს პროფესიონალურ კრივში 3 ბრძოლა აქვს გამართული, 2 მარცხი და 1 ფრე – ასეთა ამერიკელი იუთუბერის მონაგარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *