„ინდიანას“ ცენტრმა მაილს ტერნერმა “ტიკ ტოკში“ საინტერესო მიმოწერა გამართა ერთ ერთ ფანთან.
მაილს ასეთი კითხვა დაუსვეს: „როგორი შეგრძნებაა ისეთ გუნდში ასპარეზობა, რომელიც სისტემატიურად აგებს თამაშებს?“
ტერნერმა გულწრფელი პასუხი გასცა და სკანდალიც აგორდა:“სიმართლე რომ გითხრათ ისეთ გუნდი თამაში, რომელიც სულ აგებს ძალიან არასასიამოვნო და სამარცხვინოა (იგულისხმება ინდიანა), თუმცა მერე მახსენდება რომ მდიდარი სწორედ კალათბურთის თამაშით გავხდი და ვცდილობ ამით შევინარჩუნო ბედნიერება“.
ასეთმა პასუხმა „პეისერზის“ ფანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ნეგატიური კომენტარების ზღვა წამოვიდა სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ტერნერმა რეპოსტი გაუკეთა ჟურნალისტ ტეილორ ტატენბაუმის სიტყვებს და სწორედ ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია.
‘თუ თქვენ ტერნერის სიტყვებმა იმედები გაგიცრუათ, შეგახსენებთ რომ, იგი ასეთ კითხვებს ყოველთვის სარკაზმით ეკიდება ხოლმე. და რა უნდა ეთქვა, რომ სიამოვნებს ისეთ გუნდსი თამაში რომელიც სულ აგებს?“
„ინდიანას“ ხელმძღვანელობა აუცილებლად განიხილავს ამ ამბავს და შეიძლება ამერიკელი ცენტრი დასაჯონ შიდა დისკვალიფიკაციით.
„პეისერზმა“ ასევე სერიოზული წინადადება მიიღო „ვაშინგტონიდან“ დომანტას საბონისის გაცვლასთან დაკავშირებით.
უახლოეს პერიოდში შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ბითაძე უშუალო კონკურენტების გარეშე დარჩეს.