“მაინც ვფიქრობ, რომ არსენალი არ გავარდება…”

Alan Shearer with Ian Wright and Gary Lineker

ინგლისის პრემიერლიგა არსენალის წაგებით დაიწყო და ბევრს ქილიკის საბაბი მიეცა, რაც არც აქამდე აკლდათ მეთოფეებს. სტუმრად ბრენტფორდთან 0:2… დებიუტანტ გუნდთან.

ცნობილმა კომენტატორმა, 1986 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირმა გარი ლინეკერმა Twitter-ზე დაწერა:

„მაინც ვფიქრობ, რომ არსენალი არ გავარდება“.

არსენალის ყოფილმა მეგოლე იან რაიტმა კი ბრენტფორდი არსენალზე კლასიან გუნდად მოიხსენია:

„ეს პირველი მატჩი იყო და გუნდს უკვე არ შეუძლია ინტენსივობა? როგორ? თამაშამდეც ვამბობდი, რომ ფრეზე კმაყოფილი ვიქნებოდი. დიახ, ფრეზე! თუმცა ბრენტფორდთან ერთ დონეზეც არ ვართ, მხოლოდ ფლანგზე ვაკეთებდით პასებს. ბრენტფორდი უკეთესი იყო, როგორც გუნდი. კლასით უფრო კარგად დაგეგმა თამაში, უკეთესად შეასრულეს საქმე“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *