რომში ერთმანეთს MMA-ის ჩემპიონი კონორ მაკრგეგორი და რომას მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეხვდნენ. მოურინიომ მებრძოლს რომას 10 ნომრიანი მაისურა გადასცა და კონორთან ერთად ვისკი დააგემოვნა.
“დიახ, მასთან შეხვედრა და ერთმანეთისთვის ისტორიების გაზიარება მართლაც დიდებული იყო. მისთვის მაისურის ჩუქება ჩემთვის დიდი პატივი იყო. კონორს არ შეეძლო მისივე წარმოებულ ვისკიზე უარის თქმა”-დაწერა პორტუგალიელმა ინსტაგრამზე და თან ფოტოები დაურთო.