მაკგრეგორის და მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივის ისტორია

მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე, პოლი მალინაჯი, კონორის კემპში გატარებულ დროს იხსენებს. როცა მაკგრეგორი მეივეზერთან ბრძოლისთვის ემზადებოდა მან იტალიური წარმოშობის ამერიკელ მოკრივეს „დასახმარებლად“ უხმო. პოლი ამ პერიოდს არც თუ ისე კარგად იხსენებს. „შოკში ვიყავი როცა მათ ნაქირავებ სახლში შევედი. ეს იყო ნამდვილი კრეკჰაუსი ლას ვეგასის გარეუბანში. როცა ვარჯიშზე მივედი და კონორი შესასვლელთან მწვანე ლამბორგინით დამხვდა, მაშინვე მივხვდი რომ აქ რაღაც ისე არ იყო“ . მალინაჯი ამბობს, რომ მას კონორთან 2 ჯერ მოუწია სპარინგი. პირველ ჯერზე ირლანდიელის უპირატესობაზე გულახდილად საუბრობს თუმცა მეორე სპარინგზე საპირისპიროს ამბოს:
რამდენიმე კამერა, ლორენცო ფერტიტა, დენა ვაითი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აშკარა იყო, რომ იგი ჩემს გათიშვას გეგმავდა და ამით ფლოიდთან ბრძოლის გაპიარებას გეგმავდა. მე ტელეფონი დამატოვებინეს შესასვლელში და თვითონ 2 კინო კამერით იღებდნენ ამ სპარინგს მატჩს. მოკლედ რომ გითხრათ 10 რაუნდამდე იგი კრივის სკოლაში წავიყვანე რაც შეეხება ბოლო 2 რაუნდს ფიზიკურად ენერგია აღარ გამაჩნდა“

თუ პოლის დავუჯერებთ ის კადრები რაც შემდეგ კონორმა გაავრცელა. ვიდეო 11-12 რაუნდებშია გადაღებული როცა იგი ფაქტობრივად უენერგიოდ იყო.

„სპარინგის ბოლოს კონორს დავუძახე, კარგად ვიმუშავეთ ძმაო, უბრალოდ გთხოვ ვიდეოს და ფოტოების გავრცელებას შევეშვათ. მეორე დილით ჩემი ტელეფონი ლამის აფეთქდა, ვხსნი და ვხედავ, რომ მას ჩვენი სპარინგიდან რამდენიმე მისთვის წარმატებული კადრი ამოუჭრია და გაუვრცელებია. მე მსოფლიოს ჩემპიონი ბოქსიორი ვარ, ასე მოქცევას არ ვიმსახურებ ! ავდექი და უბრალოდ წამოვედი. ის ძალიან ცუდი ადამიანი. ყველაზე ცუდი, ვისთანაც მიმუშავია ! „ ასეთი სიტყვებით მოიხსენია მალინაჯიმ კონორი არიელ ჰელვანისთან ინტვერიუს დროს.

Leave a comment

Your email address will not be published.