მაკგრეგორი 30-ეულის მიღმა… ჰონორარებში

სადაც ფულია იქ კონორია და სადაც კონორია იქ ფულია. ყველა თანხმდება, რომ სწორედ მაკგრეგორია მთავარი მიზეზი იმისა, რომ UFC-ს ღირებულება დღეს რამდენიმე მილიარდს შეადგენს.

გასულ წელს, კონორი წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი გახდა, წელს კი 30-ეულის მიღმა დარჩა. ირლანდიელი Forbes-ის 2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი ათლეტების სიაში 35-ე ადგილს იკავებს 43 მილიონი დოლარით. ამ თანხიდან 33 მილიონი კონორმა სპორტული საქმიანობით გამოიმუშავა – კერძოდ პორიესთან გამართული მესამე ბრძოლით. დანარჩენი 10 კი სპორტის გარეთ საქმიანობით. გასულ წელს კი იგი სათავეს 180 მილიონით ედგა.

2022 წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი ლიონელ მესი გახდა 130 მილიონი დოლარით. მესის ლებრონი მოსდევს, 121-ით, ხოლო ლებრონს რონალდუ 115-ით.

იხილეთ სრული სია.

Leave a comment

Your email address will not be published.