მაკგრეგორი vs მეივეზერი 2 – საუბრები დაწყებულია

დიდია შანსი, კრივის ისტორიაში, რიგით მეორე, ყველაზე ყურებადი დაპირისპირების რემატჩი ვიხილოთ. საუბარია კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის ორთაბრძოლაზე. 2017 წელს, UFC-ს ორი წონის ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, მოულოდნელად კრივში ინაცვლებს და ყველად დროის ერთ-ერთ უდიდეს მოკრივეს, ფლოიდ მეივეზერს ერკინება. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ფლიდმა მოიპოვა – მეათე რაუნდი, ტექნიკური ნოკაუტი. ამ ისტორიული დაპირისპირებიდან, ფლოიდმა 300 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა, კონორის ანგარიში კი 130 მილიონით შეივსო. მსგავსი რიცხვების განმეორება? – რატომაც არა.

კონორმა ინსტაგრამზე მისი და ფლოიდის დაპირისპირებიდან ფოტო გაავრცელა წარწერით “მე დავთანხმდი”, რომელიც მოგვიანებით წაშალა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, კონორი სწორედ ფლოიდთან რემატჩს დათანხმდა. თუ შევხედავთ მოცემულობას, თუ სად და როგორ იმყოფება ახლა ფლოიდი და კონორი, მეორე ბრძოლა არც ისე აზრს მოკლებულია. კონორმა ზედიზედ 2 მარცხი განიცადა დასტინ პორიესთან, თანაც უმძიმესი ტრავმაც მიიღო. რაც შეეხება ფლოიდს, ამერიკელი დიდი კრივიდან წავიდა და ახლა საჩვენებელ ბრძოლებში მონაწილეობით შოულობს ფულს. სავარაუდოდ, სწორედ საგამოფენო სტატუსით შედგება რემატჩიც. ასე იმიტომ მოხდება, რომ კონორი ისევ წააგებს, ირლანდიელი კი კიდევ ერთ მარცხს ხელს არ მოაწერს. ამიტომაც, საგამოფენო ბრძოლა ოპტიმალური ვარიანტია – ბრძოლა, შოუ, ბევრი ფული თუმცა ოფიციალური გამარჯვებულის გარეშე, ისე, როგორც ლოგან პოლისა და ფლოიდის დაპირისპირებაში მოხდა.

Leave a comment

Your email address will not be published.