მაკინროიმ დაასახელა ჩოგბურთელები, რომლებმაც შესაძლოა ჯოკოვიჩს ხელი შეუშალონ US OPEN-ის მოგებაში

დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჯონ მაკინროიმ დაასახელა ის მიზეზები, რამაც შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩს შეუშალოს ხელი US OPEN 21-ის მოგებაში.

„ჩემი აზრით ჯოკოვიჩის ყველაზე დიდი პრობლემა სიცხესთან გამკლავება იქნება. ამ პერიოდში ნიუ იორკში ძალიან ცხელა, ვფიქრობ სერბს ტიტულის მოგებაში ხელს ამინდი უფრო შეუშლის, ვიდრე რომელიმე ადამიანი.

სერბი ასევე უნდა უფრთხოდეს ახალი თაობის ჩოგბურთელებს. სეზონის დასაწყისში ვფიქრობდით, რომ მედვედევი შეძლებდა შეეჩერებინა ნოვაკის დომინაცია ავსტრალიაში, მაგრამ რუსმა მწარე საჩოგბურთო გაკვეთილი მიიღო ნოლესგან.

შაპოვალოვმა ბრწყინვალედ ითამაშა უიმბლდონის ნახევარფინალში, თუმცა გამოჩნდა რომ გადამწყვეტ მომენტებში გამოცდილება არ ეყო.
ძალიან კარგად გამოიყურებოდა დომინიკ ტიმი უკანასკნელი სეზონების განმავლობაში, მასაც შეეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება ავსტრალიაში, თუმცა ავსტრიელსაც ცოტა დააკლდა, წლევადელ ამერიკის ღია პირველობაზე კი იგი საერთოდ არ თამაშობს.

null

რთული სათქმელია, ამ სამეულიდან რომელი შეძლებს ნოვაკის დამარცხებას – ზვერევი, ციციპასი თუ მედვედევი. თუმცა პირველი თავში სწორედ ეს ბიჭები მომდიან. ამ მომენტში სწორედ ისინი არიან საუკეთესო ფორმაში.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც „ნოლეზე’ განხორციელდება ტურნირის მსვლელობისას. სერბს ხომ აქვს შანსი შეასრულოს კალენდარული „გრანდ სლემი“, რაც ღია ერაში არავის გაუკეთებია (მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი).

რაც შეემთხვა ჯოკოვიჩს შარშანდელ US OPEN-ზე, ყველას კარგად გვახსოვს, რათქმაუნდა ეს ფაქტიც ნეგატიურად აისახება.

სერბმა ჩოგბურთელმა ოლიმპიური თამაშებიც უმედლოდ დაასრულა. ითამაშებს თუ არა ეს ფაქტიც უარყოფით როლს? – ვფიქრობ რომ კი“ – ციტირებს მაკინროის სიტყვებს ESPN.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *