მამაკაცი მაიკ ტაისონს იარაღით დაემუქრა და ბრძოლაში გამოიწვია [VIDEO]

ჰოლივუდის ერთ-ერთ ბარში, სადაც კომედიურ საღამოს ლეგენდარული მაიკ ტაისონი ესწრებოდა, უჩვეულო ინციდენტი მოხდა.

შოუს მსველობა მოულოდნელად უცნობმა მამაკაცმა შეაჩერა, რომელიც როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ტაისონს ბრძოლაში იწვევდა. როცა მისი გაყვანა დააპირეს, მან იარაღი ამოიღო. ამ ქმედებამ ხალხში პანიკა გამოიწვია, თუმცა ვიდეოში ჩანს რომ ტაისონს რეაქციაც კი არ ჰქონია.

უცნობია მამაკაცის მოტივი, თუმცა როგორც ვიდეოს გაგრძელებაში ჩანს, მან აზრი შეიცვალა, მოიბოდიშა და ადგილის დატოვებამდე მძიმე წონის ლეგენდარულ ჩემპიონს გადაეხვია.

Leave a comment

Your email address will not be published.