ევროსპორტი: “მამარდაშვილით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ”

ევროსპორტის ინფორმაციით, ვალენსიაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ

 

“ქართველი მეკარე ვალენსიას იჯარით ჰყავს დამატებული, თუმცა შეუძლია, იანვრამდე, 800 000 ევროდ გამოისყიდოს. პრობლემა ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, თუ მამარდაშვილი კლუბიდან წავა, მასში ვალენსია 15 მილიონ ევროს მოითხოვს. ამ თანხის მიღება ვალენსიას სურს, რადგან მეკარით ევროპული დიდი გუნდები ინტერესდებიან. ასეთი გრანდები მსგავს ახალგაზრდა მეკარეებს ეძებენ და ბევრსაც იხდიან,” – წერს ევროსპორტის ესპანური ბიურო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *