მამარდაშვილის თემა… მწვრთნელი უიღბლო სილესენს ესაუბრა

ცნობილმა ესპანურმა Marca-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა ვალენსიაში მეკარეების კონკურენციის თემას, ანუ იესპერ სილესენის უიღბლობასა და გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს.

საგულისხმო: ორშაბათს ვალენსიელთა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა დიდი დრო დაუთმო სილესენთან საუბარს. ბორდალასმა მას აუხსნა ახლანდელი სიტუაცია, დაამშვიდა და უთხრა, რომ ამან არ უნდა გატეხოს.

ლა ლიგის უახლოეს ტურში ვალენსია რეალს უმასპინძლებს. ჯერ 4 ტური გავიდა, ოთხივეში მამარდაშვილი იდგა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია.

Marca აღნიშნავს, რომ ნიდერლანდელი მეკარე მესამე წელია ღამურებშია და პრობლემები არ ელევა. პირველ სეზონში ტრავმებმა რამდენიმე მატჩი გამოატოვებინა; თუმცა წინა სეზონში იმატა ტრავმებმა, კუნთი გაუწყდა და რამდენიმე თვე გაუცდა. დაბრუნების მერე კი 5 მატჩი ჩაატარა და მუხლი დაუზიანდა.

და ევროპის ჩემპიონატის წინ? ფრანკ დე ბურის სიაში თავიდან იყო, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო და თან COVID-19 დაემართა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *