მამარდაშვილის მშრალი მატჩი მილანთან და შესანიშნავი სეივი (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას მაისურით მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ესპანური გუნდი მილანს შეხვდა და მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, პენალტების სერიაში კი ესპანელებმა იმარჯვეს. სასიხარულოა, რომ ღამურების რიგებში ქართველი მეკარე 90 წუთი გაისარჯა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. მან არაერთი რთული ბურთი აიღო, გამოსარჩევია მომენტი როცა ბრაჰიმ დიასის ურთულესი დარტყმული მოიგერია. დიასმა ზუსტად პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, გიორგიმ კი არაჩვეულებრივი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიას დაახლოებით 2 კვირის წინ შეუერთდა. იგი დინამო თბილისის აღზრდილია და იჯარით თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *