მამარდაშვილი – უკვე 100 მილიონი?..

რა მოხდება გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტთან დაკავშირებით? ვალენსია და მამარდაშვილი ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ, ამავდროულად, ბრიტანულ პრესაში კიდევ იწერება მანჩესტერ იუნაიტედისგან დაინტერესებაზე.

გიორგის 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი. ესპანურ საიტებზე კი (eldesmarque.com) საინტერესო რიცხვს ვკითხულობთ. შესაძლოა, 2027 წლამდე გაგრძელდეს ხელშკრულება, ხოლო გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდესო… ახლა 20 მილიონია.

დიახ, ხუთი თვის წინ ვალენსიამ თბილისის დინამოდან კონტრაქტი გამოისყიდა, მაგრამ გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მცირე ჩაწერა: 20 მილიონი ევრო. იმ დროს ქართველი მეკარის პოზიცია ჯერ კიდევ ვერ იყო ასეთი მყარი, ახლა კი გუნდის უდავოდ N 1 გოლკიპერია და დიდი შანსია, რომელიმე კლუბმა 20 მილიონი გადაიხადოს – რატომაც არა? ლა ლიგის აღმოჩენა, ასეთი ახალგაზრდა…

მამარდაშვილისა და სილესენის სტატისტიკაც:

მამარდაშვილი: 20 მატჩი, 6 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება. 22 გაშვებული გოლი (საშუალოდ 1,1 ერთ შეხვედრაში)

სილესენი: 17 მატჩი, 4 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება. 28 გაშვებული გოლი (საშუალოდ 1,75 ერთ შეხვედრაში)

Leave a comment

Your email address will not be published.