გერმანულმა ტრანსფერმარკეტმა გიორგი მამარდაშვილს 25 მილიონი ევრო დაადო, რაც, წინა მაჩვენებელზე, 5 მილიონით მეტია. ამ შედეგით, გიორგი მსოფლიოში მე-12 ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მაგალითად, ჩელსის მეკარე, ედუარდ მენდი ასევე 25 მილიონი ევრო ღირს.
გიორგი ვალენსიას რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პირველზე, კაპიტანი, ხოსე გაიაა – 40 მილიონი ევროთი.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მამარდაშვილი აქაც მეორეა – პირველზე კვარაცხელიაა – 35 მილიონი ევროთი.