ესპანურ ლა ლიგაში 21:30 საათზე მეორე ტურის მატჩი იწყება: გრანადა-ვალენსია. ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავაც სასტარტო შემადგენლობაშია. რამდენიმე ესპანური გამოცემა ეჭვობდა, რომ იესპერ სილესენს დააყენებდნენ, თუმცა კარში ქართველია…
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა მშვენივრად ითამაშა პირველ ტურში (ვალენსია-ხეტაფე 1:0).
იმასაც შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა შარშანაც ითამაშა გრანადას სტადიონზე, როცა ევროპა ლიგაზე თბილისის ლოკომოტივში იდგა. მაშინ ლოკომ 0:2 წააგო, თუმცა გიორგიმ რამდენიმე რთული ბურთი აიღო.