მამარდაშვილი და ვალენსია სევილიაში დამარცხდნენ (ვიდეო)

ლა ლიგის მე-6 ტურში ვალენსია, რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ანდალუსიაში სევილიას ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. სტუმრები 22-ე წუთისთვის უკვე 0:3-ს აგებდნენ, 1 ბურთი კი 31-ე წუთზე გაქვითეს.

მამარდაშვილს საკმაოდ არასასიამოვნო მატჩი გამოუვიდა. ჩვენებური მეორე გოლისას შეცდა, ვერც პირველ და მესამე ბურთებზე ვიტყვით, რომ აუღებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიაში ამ ზაფხულში გადავიდა. ლა ლიგაში მან 6-დან 6 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთი გაუშვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *