მამარდაშვილი და ვალენსია ალავესთან დამარცხდნენ

ლა ლიგის მორიგ ტურში, ვალენსია ალავესს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი, რომლის ანგარიშზეც 3 სეივია. აღსანიშნავია, რომ 2 გაშვებული გოლიდან მას ბრალეულობა არცერთში მიუძღვის.

გიორგიმ ამ სეზონში უკვე მე-9 თამაში ჩაატარა. მამარდაშვილმა ვალენსიაში ზედიზედ მესამე მატჩში დაიცვა ღამურების კარი.

ვალენსია არცთუ ისე კარგ ფორმაშია. გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოიგო. ბორდალასის შეგირდები 30 ქულით მე-12 ადგილზე არიან და შემდეგ ტურში ბარსელონას შეხვდებიან.

რაც შეეხება ალავესის ქართველ ფორვარდს გიორგი გაგუას, იგი განაცხადში არ ყოფილა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *