ბორდალასისა და მამარდაშვილის სიგიჟე მესტალიაზე… (Bordalás y Mamardashvili se divierten en la locura de Mestalla) – ასეთი სათაური აქვს პოპულარული ესპანური Marca-ს საიტზე სტატიას.
ეს მეკარე გვაოცებს… მარტო ქართველებს რომ გვაოცებდეს, კიდევ ჰო. ესპანელები გაკვირვებულები არიან და უკვე საკმაო სახელიც აქვს ვალენსიის ფანებში. გიორგი მამარდაშვილმა მშვენივრად ჩაატარა ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი: ვალენსია-ხეტაფე 1:0…
ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ განსაკუთრებული იყო ბოლოს, რიკოშეტით წასულზე ერთი ხელი მაღლა რომ დატოვა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მამარდაშვილმა მოიგერია. მანამდეც კარგი ბურთი აუღო ოლივეირას.
გარდა ამისა სიმშვიდე, მცველებისთვის კარნახი… ყველაფერი მაგრად იყო.
(მამარდაშვილის სეივი 1:20-დან)