მამარდაშვილი რეალთან ბოლოს გატყდა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი მესტალიაზე გაიმართა, სადაც ვალენსიამ მადრიდის რეალს უმასპინძლა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი ორმაგად საინტერესო იყო, რადგან ღამურების ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი გახლდათ.

მასპინძლები 66-ე წუთიდან ჰუგო დუროს გულით იგებდნენ, თუმცა 86-ე წუთზე ჯერ ვინიციუს ჯუნიორმა, ხოლო 2 წუთში კარიმ ბენზემამ ქართველი მეკარის კარი აიღეს.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა 8 სეივი შემოგვთავაზა. კარგი იქნებოდა ქართველ მეკარეს რეალთან კარი მშრალად შეენახა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა.

ვალენსია 10 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას სევილიასთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *