“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა, ლა ლიგის 22-ე ტურში, “ატლეტიკოსთან” სტუმრად გასამართი შეხვედრის განაცხადში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი არ შეიყვანა. მიზეზად მისი ჭარბი წონა დასახელდა. ის დაშვებულ წონაზე 200 გრამით მეტს იწონიდა. ამის გამო მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ხაუმე დომენეკი დააყენა, რომელიც არადამაჯერებელი იყო. ღამურები მადრიდში ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ მატჩი საბოლოოდ მაინც დათმეს, რასაც გულშემატკივრები Twitter-ზე გამოეხმაურნენ და აღშფოთება ვერ დამალეს.
“არ მაინტერესებს მამარდაშვილი ძროხასავით არის თუ არა, დომენეკმა აღარასდროს უნდა ითამაშოს”
Me importa una mierda de Mamardashvili esté como una vaca, Doménech no debe volver a pisar un césped de Primera División.
— also known as ECDM 🇬🇪 (@gayapresident) January 23, 2022
“10 კილოთი მძიმე მამარდაშილი, როგორიც გობელარი იყო, 1000 თავით მირჩევნია დომენეკს”
Prefiero a Mamardashvili con 10 kilos de más, como en su día Grobbrelaar, que a Jaume mil veces. pic.twitter.com/ZjQsVQosUV
— CARMENVCF (@siguemeyet) January 23, 2022
“დომენეკი კარში არ უნდა იდგეს. საშინელი გამოსვლები აქვს. მამარდაშვილს წუთები ჭირდება, აბა რისთვის მოიყვანეს?”
Jaume no debería estar de vuelta en la portería. Salidas pésimas, paradas de vez en cuando pero ninguna prácticamente. Mamardashvili necesita minutos, para algo vino.
— AficionChe (@AficionChe2) January 23, 2022
“მამარდაშვილის დროა!”
Es hora de Mamardashvili pic.twitter.com/yGgQsgjuQJ
— 𝔼𝕞𝕞𝕒𝕟𝕦𝕖𝕖𝕝 🦇 (@emmaVCF1) January 23, 2022