ლა ლიგის მორიგ ტურში, ვალენსია, რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ბარსელონას დაუხვდა და 1:4 დამარცხდა. ღამურების რიგებში ქართველი მეკარე 90 წუთი გაისარჯა.
მამარდაშვილმა ვალენსიას რიგებში მე-10 მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრებში მან კარი მშრალად 3 თამაშში შეინახა.
რაც შეეხება ვალენსიას, ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 30 ქულით მე-12 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას მალიორკასთან გამართავს.