ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია, რომლის რიგებშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ვალიადოლიდს ესტუმრა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.
ქართველი მეკარე ძირითდ შემადგენლობაში იყო და სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. მამარდაშვილის ანგარიშზე 5 სევია და Whoscored.com-ზე მან 7.0 შეფასება მიიღო, რითიც მხოლოდ 2 თანაგუნდელს ჩამორჩა.
ვალენსია ლა ლიგაში 20 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში მადრიდის რეალს შეხვდება.