მამუკა გორგოძის მორიგი აღიარება

პოპულარულმა სარაგბო პორტალმა RugbyPass-მა დიდების დარბაზის საკუთარი ვერსია შექმნა, რომელშიც რვა ნომრის პოზიციაზე ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე შეიყვანეს.

RugbyPass-მა მკითხველებს პოზიციების მიხედვით საუკეთესოს დასახელება ანდო. გორგოძის კონკურენტები დუეინ ვერმულენი (სამხრეთ აფრიკა) ზინზან ბრუკი (ახალი ზელანდია), კირან რიდი (ახალი ზელანდია), სერჯო პარისე (იტალია), სებასტიან შაბალი (საფრანგეთი), პიერ სპისი (სამხრეთ აფრიკა) და სხვები იყვნენ. გამარჯვება გამოკითხვაში მამუკა გორგოძეს ერგო.

სხვა პოზიციებზე დღეისთვის პირველ ადგილზე ოს დუ რანტი, შონ ფიცპატრიკი, ოუენ ფრენქსი, ებენ ეცებეტი, ვიქტორ მეტფილდი, ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, აარონ სმიტი და დენ კარტერი არიან.

Leave a comment

Your email address will not be published.