მამუკელაშვილის სარეკორდო მატჩი

Milwaukee Bucks' Sandro Mamukelashvili, left, drives past Brooklyn Nets' Devontae Cacok during the second half of a preseason NBA basketball game Friday, Oct. 8, 2021, in New York. (AP Photo/Frank Franklin II)

“მილუოკი” აგრძელებს წარმატებულ სვლას NBA-ს რეგულარულ სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “იუტას” და მეტოქე 123-97 გაანადგურა.

null

“ბაქსის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით გუნდის ლიდერ – იანის ანტეტენკუმპოს დასვენების საშუალება მიეცა. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა მასპინძლებმა მაინც უპრობლემოდ მოიგეს შეხვედრა 26 ქულიანი ჰანდიკაპით.

ბერძენი კალათბურთელის არყოფნამ შანსი მისცა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საკმაოდ სოლიდური დროც მიიღო.

“მამუმ” პარკეტზე 23:27 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სანდრომ თამაშიდან სულ ორჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ერთი ჩააგდო (სამქულიანი). იგი ძალიან აქტიური იყო მოხსნბეზე – “ჯაზმენებს” 4 ბურთი მოუხსნა შეტევაში, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

null

ქართველი კალათბურთელი სხვა კუთხითაც “გაიხსნა” – მამუკელაშვილმა პლეიმეიკერული თვისებებიც გამოავლინა და 6 შედეგიანი პასით მოამარაგა თანაგუნდელები(პირადი რეკორდი).

იმ დროის განმავლობაში, რაც ქართველმა პარკეტზე ითამაშა “მილუოკიმ” 26 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ამის შემდეგ ეს ჰანდიკაპი ხელიდან აღარც გაუშვია.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი “ბაქსის” ცენტრი ბობი პორტისი გახდა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა+14 მოხსნა.

გამარჯვებაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანეს ჯრუ ჰოლიდეიმ (21 ქულა) და ბრუკ ლოპესმაც (18).

“იუტას” რიგებიდან 18-18 ქულა ქონდათ მარკანენს და ბისლის, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა თუნდაც ინტრიგის დასაბრუნებლად.

მოგებული თამაშის ფონზე “მილუოკი” მეორე ადგილზე იმყოფება აღმოსავლეთ კონფერენციაში (21-8), “ჯაზმენები” კი დასავლეთში მერვე პოზიციას “ამაგრებენ” (17-15).

მილუოკი – იუტა 123:97 (27:22, 29:25, 36:36, 31:14)

მილუოკი: პორტისი (22 + 14 მოხსნა), ჰოლიდეი (21 + 8 პასი), ბ.ლოპესი (18 + 8 მოხსნა), ალენი (13), კარტერი (0) – სტარტი; ბუჩემპი (18), ჰილი (9), კონოტონი (8), მეტიუზი (6), მამუკელაშვილი (3 + 8 მოხსნა + 6 პასი), გრინი (3), იბაკა (2), ნვორა (0), ტ. ანტეტენკუმპო (0).

იუტა:მარკანენი (18), კლარკსონი (13), ოლინიკი (12), კონლი(4), ვანდერბლიტი (0) – სტარტი; ბიზლი(18), ალექსანდრ-უოკერი (14), აგბაჯი (4), გეი (4), ჰორტონ-ტაკერი (4), კესლერი(4),ფონტეკიო (2), ბოლმარო(0), აზუბუიკე (0).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *