მამუკელაშვილის 17 წუთი “მაიამისთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის გამორჩეული გუნდები დაუპირისპირდნენ – “მაიამი” და “მილუოკი”.

ფლორიდაში, FTX ARENA-ზე გასამართ მატჩს ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდა კაილ ლაური, ტაილერ ჰირო და კალებ მარტინი. სტუმრების დანაკლისი გაცილებით დიდი იყო – იანის ანტეტენკუმპო, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, სერჟ იბაკა და ჯო ინგლესი.

“მილუოკის” მთავარმა მწვრთნელმა 9 კაციან როტაციას მიმართა, რომელშც აქტიურად იყო ჩართული სანდრო მამუკელაშვილიც.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. “მამუმ” ორჯერ შეუტია თამაშიდან მეტოქის კალათს – ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.

null

შეხვედრის სტარტი “ბაქსს” უკეთესი გამოუვიდა – 15 წუთის შემდეგ 15 ქულას იგებდა ჯრუ ჰოლიდეის და ჯევონ კარტერის ზუსტი სროლების ფონზე (32-17).

“მაიამი” დროულად გამოფხიზლდა – მეორე მეოთხედის ბოლოსკენ ადებაიო-ვინსენტის დუეტმა “აიწყვიტა ჯაჭვები” და დიდ შევენებაზე გუნდები თანაბარ ანგარიშზე გავიდნენ 45-45.

მატჩის მეორე ნახევარში “ჰიტმა” დიდი უპირატესობა მოიპოვა სამწამიან ზონაში (58-18) და სწორედ ამ კომპონენტის გამოყენებით შეძლო მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა 108-102.

null

საინტერესო ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში “მილუოკი” საუკეთესო მომხსნელი გუნდია მთელს ლიგაში, “მაიამი” მხოლოდ 28-ე პოზიციას იკავებს, თუმცა დღევანდელ მატჩში ამ საკალათბურთო კომპონენტში მასპინძლებმა სტუმრები აშკარად დაჯაბნეს 61-39.

“მილუოკიმ” მატჩის მიმდინარეობისას 22 სამქულიანი კი ჩააგდო, თუმცა საშუალო და ახლო დისტანციებიდან მხოლოდ 13 სროლის რეალიზება შეძლო, რამაც გამოიწვია კიდეც მატჩის წაგება.

მაიამი – მილუოკი 108:102 (14:23, 31:22, 33:28, 30:29)

მაიამი: ვინსენტი (28 + 6 პასი), ადებაიო (24 + 12 მოხსნა),ბატლერი (17 + 11 მოხსნა), შტრუსი (12 + 10 მოხსნა), ჰაისმიტი (3 + 8 მოხსნა) – სტარტი; ოლადიპო (14 + 8 მოხსნა + 8პასი),კეინი (6), რობინსონი (4).

მილუოკი:ჰოლიდეი (24 + 11პასი),პორტისი (12 + 7 მოხსნა), კონოტონი (9),ბ.ლოპესი (6), ბუჩემი (0) – სტარტი; კარტერი (18), ნვორა (16), გრინი (15), მამუკელაშვილი (2).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *