მილუოკი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას NBA-ს მიმდინარე სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა ბაქსმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა კლივლენდს და მეტოქე 117-102 დაამარცხა.
შეხვედრის სტარტი კავალიერზს უკეთესი გამოუვიდა – დარიუს გარლნადის და დონოვან მიტჩელის უკანახაზელთა დუეტმა პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, 26 ნასროლი ბურთიდან 14 კალათში ჩააგდო და საკუთარ გუნდს 16 ქულიანი ჰანდიკაპიც მოუტანა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში მილუოკიმ საკალათბურთო გაკვეთილი ჩაატარა – იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე 23-2 გაქცევა მოწყო მეტოქეს და ლიდერობა გადაიბარა.
მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 35-10 მოიგეს და შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუფლანგავთ მოპოვებული ჰანდიკაპი.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომლის ანგარიშზეც 38 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი გახლდათ.
მილუოკის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა სანდრო მამუკელაშვილმაც – ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაშ საკუთარ გუნდს 3 ქულა შეაწია.
კლივლენდის რიგებში გამოირჩა დონოვან მიტჩელი, რომელმაც მატჩი 29 ქულით დაასრულა, 20 ქულა ქონდა გარლანდს.
აღმოსავლეთ კონფერენციაში მილუოკი მეორე ადგილს იკავებს 13 მოგებით და 5 მარცხით, კლივლენდი მესამე პოზიციაზე იმყოფება ბალანსით 12-7.