მანეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია

სადიო მანეს ტრავმის სიმძიმე ცნობილია.

ბაიერნის შემტევი ბრემენის ვერდერთან შეხვედრაში დაშავდა (6:1) და მე-15 წუთზე შესაცვლელი გახდა.

ბაიერნის ერთერთი მწვრთნელის, დინო ტოპმიოლერის ინფორმაციით, ჩარტყმის შემდეგ, სადიო ნერვმა შეაწუხა. საბედნიეროდ, ეს დარტყმა სენეგალელს მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოატოვებინებს.

ბაიერნის რიგებში, მანემ მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

 

UPDATE: L’equipe სხვა ვერსიას ავრცელებს – მანემ მყესის ტრავმა მიიღო და სენეგალს მსოფლიოზე დააკლდება. ამ ტრავმის მკურნალობას რამდენიმე კვირა სჭირდება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *