მანჩესსტერმა მიზანს მიაღწია – სუპერტრანსფერი იუნაიტედში

100 მილიონიანი ტრანსფერი და 5 წლიანი კონტრაქტი

მანჩესტერმა შეტევას აძლიერებს. ფაბრიციო დი რომანოს ინფორმაციით, ბრიტანელებმა ჯეიდონ სანჩოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და ინგლისელს 5 წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ. აქვე გეტყვით, რომ სანჩოს ფასი 100 მილიონი ევროა.

იუნაიტედს უკვე დიდი ხანია, რაც სანჩოს გადაბირება უნდა და მიზანს ახლახანს მიაღწია. სულშერის გუნდის გარდა მისი შეძენა ლივერპულს სიტის, პსჟ-ს და ბაიერნსაც სურდათ.

სანჩო ვოტფორდის აღზრდილია და მცირე ხანი მანჩესტერ სიტის მეორე გუნდში დაჰყო. იგი 17 წლის იყო როცა დორტმუნდმა გადაიბირა და ფეხბურთელი ინგლისში უკვე 21 წლის ასაკში ბრუნდება. 2020-21 წლების სეზონში სანჩომ 42 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *