მანჩესტერიდან ბარსელონაში? ბლაუგრანა ახალ ტრანსფერს გეგმავს

ბარსელონა კვლავ გაძლიერებაზე ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები მანჩესტერიდან ენტონი მარსიალის დამატებაზე ფიქრობენ. იმ შემთხვევაში თუ ბლაუგრანა სიტიდან ფერან ტორესს ვერ შეიძენს, მათი მთავარი საზრუნავი, სწორედ მარსიალის გადაბირება იქნება.

მარსიალს მანჩესტერში კარგი პერიოდი არ უდგას. ამ სეზონში ფრანგმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა და 1 გოლიც გაიტანა. მარსიალი მანჩესტერში 2015 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა და ფაქტია მასზე გაცემულ ავანსებს ბოლომდე ვერ ამართლებს.

რაც შეეხება ბარსელონას, ბლაუგრანა ლა ლიგაში 23 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ ტურში ბეტისს შეხვდება. ჩავის შეგირდებმა ბოლო მატჩში ვილიარეალს 3:1 მოუგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *