მანჩესტერ იუნაიტედს კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ამისათვის წითელმა ეშმაკებმა ტოტენჰემის თავდამსხმელი, ჰარი კეინი შეარჩიეს.
კეინი მანჩესტერის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. დაბრკოლება შეიძლება ტოტენჰემისგან შეიქმნას, რომელსაც თავისი მთავარი ვარსკვლავის პრემიერლიგელი კონკურენტის ბანაკში გაშვება არ სურს. დეზების ხელმძღვანელობა მზადაა კეინი გაყიდოს, ოღონდ მხოლოდ უცხოურ კლუბში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კეინმა მამლების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრაში 19 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰარიმ ინგლისის ნაკრების 5 მატჩში ორჯერ გამოიჩინა თავი და სამი საგოლედ უპასა.