მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო და სილვამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ კრიშტიანუს სიტიში ან ბარსელონაში გადასვლა ვერ დაიჯერა.
“ვერ დავიჯერე, რომ რონალდუ შეიძლებოდა ბარსელონაში ან სიტიში გადასულიყო, კრიშტიანუსგნ ეს წარმოუდგენელი გახლდათ. იგი მუდამ უფრთხილდება თავის იმიჯს და არც ქალაქელთა მაისურს მოირგებდა და არც ბლაუგრასთან გააფორმებდა კონტრაქტს. თანაგუნდელმა მითხრა, რომ რონალდუს სიტიში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მე კი ვუთხარი, რომ არ მჯეროდა.”-ციტირებს ნანტში მოთამაშე და სილვას სიტყვებს ESPN-ი.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ მანჩესტერში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა. იუნაიტედის მაისურით ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.