მანჩესტერის შავი სია

მანჩესტერ იუნაიტედში საკადრო ცვლილებები იგეგბემა. Football Insider-ის ცნობით, მანკუნიანელთა მესვეურებს 5 ფეხბურთელის გაშვება სურთ. პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, დონი ვან დე ბეეკი, დინ ჰენდერსონი და ფილ ჯონსი ის მოთამაშეები არიან, რომელთა გაყიდვას ან იჯარით გასხვისებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ პოგბას და ლინგარდს გუნდთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს უმთავრდებათ და მათ მსურველები არ აკლიათ. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რამე არ შეიცვალა, ჩამოწერილი ხუთეული ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.

მანჩესტერი პრემიერლიგაში 17 ქულით მე-6 ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას დღეს ვოტფორდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, დიდი შანსია გუნდი მალე სულშერმაც დატოვოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *