მანჩესტერი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის დამატებას შეეცდება

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერი დატოვა, გუნდი თავდამსხმელის ძიებაშია. The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანული გრანდის ახალი სატრანსფერო ობიექტი ოლივიე ჟირუა. ცნობისთვის, ჟირუს გარდა მანჩესტერელებს ალვარო მორატას გადაბირებაც სურთ.

ჟირუს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და როსონერისგან იგი ახალ ხელშეკრულებას ელის. ამ თემაზე მეტი ცნობილი ჯერ არაფერია. ჟირუმ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თანამემამულეებთან ერთად ფინალში ითამაშა და არგენტინის ნაკრებთან დამარცხდა, მიმდინარე სეზონში მილანის რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგაში 35 ქულით მე-4 ადგილზეა, ევროპა ლიგის პლეი-ოფში კი ბარსელონას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *