მანჩესტერ იუნაიტედში დიდი წმენდა იგეგმება. გუნდმა ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო, წითელ ეშმაკებს ჯეიდონ სანჩოს და რაფაელ ვარანის შეძენა 100 მილიონზე მეტი უჯდებათ და ამის ამოღებას მოთამაშეების გასხვისებით შეეცდებინ.
მანჩესტერ იუნაიტედის მესვეურები ზაფხულში ფილ ჯონსის, დიეგო დალოს, ბრენდან უილიამსის, ჯესი ლინგარდის, ანდრეას პერეირას, ალექს ტელეშის, დენიელ ჯეიმსის და ენტონი მარსიალის გაყიდვას აპირებენ. ამ უკანასკნელის ფასი 60 მილიონი ევროა და მისით ტოტენჰემია დაინტერესებული.
დიდი შანსია მანჩესტერი პოლ პოგბამაც დატოვოს. მისი გადაბირება პსჟ-ს სურს და იუნაიტედიდან წასვლის სურვილს არც თავად ფეხბურთელი მალავს.