ევროპა ლიგის 1/16 ფინალში, ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერმა ბარსელონა დაამარცხა (2:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ინგლისელებისთვის სტარტი ასეთი კარგი არ ყოფილა – ბრუნო ფერნანდეშმა საკუთარ კარში პენალტი მოიგონა, ლევანდოვსკიმ ის ზუსტად შეასრულა და კატალონიელები დააწინაურა.
მანჩესტერს უპირატესობა ჰქონდა, უფრო ენერგიულად უტევდა, კატალონიელები კი რიგ ეპიზოდებში ელეგანტურად თამაშით გამოირჩეოდნენ, თუმცა დე ხეასთვის ბევრი პრობლემა არ შეუქმნიათ.
47-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშმა შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორა, როდესაც საგოლე გადაცემა ფრედს გაუკეთა. 73-ზე კი, ცვლილებაზე შემოსულმა ანტონიმ ტერ შტეგენს შორეულ კუთხეში დაურტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
მანჩესტერი 2:1 ბარსელონა
18′ – ლევანდოვსკი – 0:1
47′ – ფრედი – 1:1
73′ – ანტონი – 2:1