მანჩესტერმა ვან დე ბეეკი გაანათხოვრა

Sky Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა დონი ვან დე ბეეკი ევერტონში გაანათხოვრა. ნიდერლანდელი ლივერპულელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. იჯარის პირობები ევერტონისთვის გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს.

ვან დე ბეეკი მანჩესტერში 2020 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა და მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იგი მოლოდინებს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს და ცოტა სათამაშო დრო აქვს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ევერტონს, შეგახსენებთ, რომ ლივერპულელთა ახალი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია. გუნდი პრემიერლიგაში 19 ქულით მე-16 ადგილზეა და უახლოეს ტურში ნიუკასლს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *